ანციკლოპედიის შეზღუდვები
ანციკლოპედიის შეზღუდვები - ზოგადი კანონი, რომელიც აწესებს სხვადასხვა შეზღუდვას ქართულ ანციკლოპედიაში.
[რედაქტირება] იუმორის შესახებ
იუმორი ანციკლოპედიის მთავარი ღერძია, აბსურდთან ერთად. სპეციალურად ქართული ანციკლოპედიისათვის მოქმედებს მხოლოდ შემდეგი შეზღუდვები იუმორზე:
- დაუშვებელია რომელიმე ადამიანის სიკვდილზე ბოროტად ხუმრობა, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი რომელიმე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე იყო.
- დაუშვებელია სტატიებში უცენზურო სიტყვების გამოყენება რომელიმე ადამიანისა თუ ფაქტის კრიტიკისათვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუ სტატიაში უცენზურო სიტყვის შემცველი კონკრეტული ფრაზის ციტირებაა, ტექსტი უნდა ჩაისვას ბრჭყალებში.
- ნებისმიერ სხვა შემთხვევაში (თუნდაც, სინონიმის როლში) უცენზურო სიტყვის გამოყენება აკრძალულია).
ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული საკითხები, რომლებიც იწვევს კითხვებს:
[რედაქტირება] ხუმრობები ფატალურ შემთხვევებზე
ხუმრობები ფატალურ შემთხვევებზე, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ, შავი იუმორის მატარებელი ხუმრობები ყოველთვის იყო აქტუალური. შავი იუმორის გამოყენება ანციკლოპედიაში დაშვებულია - მანამ, სანამ ხუმრობა თავად შავი იუმორის ფარგლებს ექვემდებარება.
[რედაქტირება] ხუმრობები რელიგიაზე
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ხშირად ისმის ხუმრობა რელიგიის მისამართით. უცხოურ რესურსებზე ამ საკითხის მიმართ უფრო ლოიალური დამოკიდებულებაა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი თავისუფლად და, ხოლმე ბოროტად გამოთქვამს თავის პოზიციას ამ საკითხის მიმართ. ზოგადად ქართული ყოფიდან გამომდინარე, ანციკლოპედიის შემქმნელებს დაუშვებლად მიაჩნია რელიგიაზე ბოროტი ხუმრობა და რელიგიის შეურაცხყოფა.
მაგრამ ე.წ. "ჯანსაღი ხუმრობის" მიზეზად შეიძლება იქცეს მართლმადიდებლობაში გამეფებული სხვადასხვა დოგმა თუ შემორჩენილი ძველებური წესი, რომელიც ესადაგებოდა კონკრეტულ იმ დროს, როდესაც მიღებული იქნა ესა თუ ის საეკლესიო კანონი. ანციკლოპედიის შემქმნელი თვლის, რომ ანციკლოპედია შეიძლება იქცეს სწორედ იმ ეკლესიური წესების მაკრიტიკებელ რესურსად იქცეს, რომლებიც თავად ეკლესიისთვისაც არაფრის მომტანია. ეს რჩება ანციკლოპედიის შემქმნელთა დამოუკიდებელ აზრად.
ქართული ანციკლოპედია მიიჩნევს, რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, ამიტომაც დაუშვებლად მიაჩნია:
- კონკრეტული საეკლესიო პიროვნების პირდაპირი თუ ირიბი აუგად ხსენება
- ანციკლოპედიაში ამა თუ იმ პიროვნებაზე ბოროტი ხასიათის მატარებელი, სურათისა თუ ტექსტური სახის მქონე მასალების განთავსება. ანუ აქ იგულისხმება როგორც ამჟამად არსებული პიროვნება, ასევე წმინდანის თუ ღმერთის გამოსახულება, დამახინჯებული ფორმით (მიხატული ელემენტებით, როგორიც არის რქები, სიგარეტი, სხვადასხვა წარწერა თუ ტანსაცმლის აქსესუარი)
ჯანსაღი ხუმრობის მაგალითია რომელიმე საეკლესიო პირის მიერ ეკლესიასთან შეუთანხმებლად და თვითნებურად საკუთარი კანონების შემოღება. ასეთი ქმედებების ხუმრობით კრიტიკის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საზოგადოებაში გამეფებული პოპულარული თეორიები:
- ჰარი პოტერის წიგნები ბავშვებს უბიძგებს ჯადოქრობისკენ და შავი მაგიის ათვისებისკენ
- თანამედროვე მუსიკა სატანას ემსახურება, განსაკუთრებით - როკ-მუსიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებულია სატანის მადიდებელ ტექსტებზე
- სულიერ მოძღვართან, ქმართან/ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარებამდე ყოველთვის უნდა გაიარო კონსულტაცია, რა პოზაში დაწვე და კავშირის შემდეგ ასევე უნდა "ჩააბარო ანგარიში" მოძღვარს.
და მრავალი სხვა.