ანციკლოპედიის კონსტუტუცია და მოხმარების ზოგადი წესები

Anciklopedia გვერდიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანციკლოპედიის ლოგო

ანციკლოპედიის კონსტუტუცია არის ანციკლოპედიაში მოქმედი ზოგადი წესების კრებული. ამ წესებით უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რომელიც რეგისტრირდება და აქვეყნებს სტატიებს ან არ რეგისტრირდება და ჩუმ-ჩუმად ეწევა ამ საქმიანობას. წესები ექვემდებარება განხილვას, რათა ყველამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.


სარჩევი

[რედაქტირება] რაიო?

ანციკლოპედია - ტყუილებისა და დეზინფორმაციის კრებული.

ეს არ არის ვიკიპედია, რომელსაც ჩვენ ვთვლით ყოვლად უღირს რესურსად. რეალობა ჩვენთვის მკვდარია.

[რედაქტირება] სახელწოდება

ანციკლოპედიის სახელწოდება შემოთავაზებული იქნა ქართულ ვიკიპედიაში არსებული განხილვისას. იგი წარმოადგენს სიტყვების ანცი და ენციკლოპედია ნაზავს.

[რედაქტირება] გააჩნია ხუმრობასაც

მთავარია აბსურდი და აბსურდული იუმორი. დაშვებულია რეალურად არსებული სიტუაციის აბსურდში გადაყვანა და აბსურდულ ფერებში აღწერაც. საერთოდ, ფაქტების დამახინჯება არის ანციკლოპედიის სტატიების შექმნის ყველაზე მარტივი პრინციპი. დანარჩენ შემთხვევებში, სტატიაში გამოქვეყნებული ტექსტები, როგორიც არის ვირი ვარ და ვყვირივარ, ჩაითვლება უადგილოდ და სტატია წაიშლება.

[რედაქტირება] ნუ ჩქარობთ

არავინ არ გაჩქარებთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ და მოიფიქრეთ, რა დაწეროთ.

[რედაქტირება] იაქტიურეთ

აქტიური მონაწილეები ბლატნოი ხალხად ითვლებიან

[რედაქტირება] ენა

ანციკლოპედიაში დაშვებულია სტატიების წერა მხოლოდ ქართულ ენაზე და ქართული შრიფტით. ნებისმიერი სტატია, რომელიც ამ ფარგლებს გარეთ გადის, დაექვემდებარება ანათემას.

[რედაქტირება] ტექსტის ფორმატირება

სტატიის დაწერა ერთია, მეორეა ფორმატირება.

სტატია დაიწყეთ სქელი ასოებით - ამისათვის გამოიყენეთ სამი ბრჭყალი სიტყვის თავში და ბოლოში. სტატიას უნდა ხსნიდეს თავად სტატიის სახელწოდების ასლი. მაგალითად:

'''მამა''', ანუ '''სქელი ჯიბე''' - ანტიკური არსება, რომელიც ითვლება ფულის ყველაზე მთავარ წყაროდ

იქნება

მამა, ანუ სქელი ჯიბე - ანტიკური არსება, რომელიც ითვლება ფულის ყველაზე მთავარ წყაროდ

ყველა სტატია დაასრულეთ კატეგორიაში ჩასმით. მაგალითად, თუ წერთ რომელიმე ქართველ მომღერალზე, სტატიის დასასრულს დაამატეთ:

[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]

[რედაქტირება] ბმულების ფორმატირება

შიდა ბმულების ფორმატირების საშუალებების მაგალითები:

ან:

[რედაქტირება] აუ დზნ მაგრი საიტiა

ჩვენი საიტი არც თინეიჯერული ფორუმია, არც ჩატი და არც სკაიტი. წერეთ შეცდომების გარეშე. სტატიაში დაუშვებელია:

[რედაქტირება] უაზრო სტატიები

აბსურდი აბსურდია, მაგრამ არის ზოგიერთი უაზრო სტატიაც. მაგალითად, თუ მომხმარებელი სკოლაში ეჩხუბა ვინმე შაკოს და სურს, შური იძიოს მასზე სტატიის სახით და წერს სტატია შაკო კვერცხია, ასეთი, აზრს მოკლებული სტატია გაუფრთხილებლად იშლება.

[რედაქტირება] მცირე სარჩევი

ანციკლოპედიაში არის რამდენიმე მთავარი ადგილი:

[რედაქტირება] განხილვები

სტატიის განხილვა მიმდინარეობს მის განხილვაში. თუკი საკითხი უფრო გლობალურ მასშტაბებს ეხება, გამოიყენეთ ფორუმი. მომხმარებელთან კავშირი/მისი ქმედების პირადი განხილვა მიმდინარეობს მის განხილვაში. განხილვებსა თუ ფორუმში ახალი თემის განსახილველად დაწერეთ:

== <თემის სახელწოდება> ==
გამოხმაურების დასასრულს დატოვეთ ხელმოწერა (თუ რეგისტრირებული მომხმარებელი ხართ) ღილაკზე
Button sig.png
დაჭერით.

[რედაქტირება] თანმიმდევრობა

სტატიებისა და მომხმარებლების განხილვები იწერება გვერდის ბოლოს, ფორუმში ახალი თემები იხსნება ყველაზე ზევით.

[რედაქტირება] რეგისტრაცია, ტო!

აუცილებელიც არ არის, მაგრამ რეგისტრირებული მომხმარებელი სარგებლობს ამ პრივილეგიებით:

[რედაქტირება] კაი ბიჭებისათვის და მათი დაიკოებისათვის

მომხმარებელს შეუძლია ანციკლოპედიის პროექტში საკუთარი მეგობრების თუ უბრალოდ ნაცნობების ჩართვა. ამით მას არავითარი პრივილეგია არ ენიჭება, მაგრამ იგი პოპულარიზაციას უწევს პროექტს და საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.

[რედაქტირება] სხვა სასტიკი წესები

ანციკლოპედიის შეზღუდვები Warning.gif

პირადი ხელსაწყოები
View and edit namespaces data
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ინსტრუმენტები